- პროექტის სახელი: მე-20 საუკუნის მსუბუქი მუსიკის რიტმები;
- პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებმა მოიძიონ მე-20 ს. 60-იანი წლ. მუსიკალური მიმდინარეობები;
- პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მე-20 ს. 60-იანი წლ. მუსიკალური მიმდინარეობების შესახებ, შეისწავლიან სხვადასხვა მიმართულებების განვითარების გზებს, შეაგროვებენ ჩანაწერებს, მუსიკოსების ბიოგრაფიებს, პირადად გაესაუბრებიან მათ, მოიძიებენ ფოტოებს, გააკეთებენ პრეზენტაციას, გაუზიარებენ მიღებულ ინფორმაციას თანატოლებს
- მონაწილეთა ასაკი: 14-15 წ. მე-10 კლ.
- ვადები / ხანგრძლივობა: 3 თვე
- პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა, ინტერნეტისა და სხვა დამხმარე ლიტერატურის საშუალებით მასალის მოძიება, პრეზენტაციის მომზადება, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გაკეთება;
- მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაიფართოვებენ ცოდნას მე-20 ს. 60-იანი წლ. მუსიკალური მიმდინარეობების განვითარების შესახებ, არა მარტო თეორიულად, არამედ მოისმენენ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს და ასევე პირადად გაიცნობენ ამ მიმდინარეობების წარმომადგენლებს
- სარგებელი სხვებისათვის: მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები გაზიარებული იქნება თანატოლებისათვის პრეზენტაციისა და ფოტო გამოფენის სახით;
- სამუშაო ენა ( ქართული )
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაიფართოვებენ ცოდნას მუსიკალური ხელოვნების შესახებ, მიხვდებიან მის მნიშვნელობას ადამიანის ცხოვრებაში, მიზნის მისაღწევად გამოიყენებენ ისტ ტექნოლოგიებს, გაიმტკიცებენ ჯგუფური მუშაობის მეთოდებს;
- პროექტის ფასილიტატორი: მარინა მურადოვა.
вторник, 4 мая 2010 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
მარინა მურადოვა...
ОтветитьУдалитьბრავო! The Beatles at Lemill!